ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა

ტექნოპარკში ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი ამერიკული ცენტრის StrategEast-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის EPAM Systems-ის ერთობლივი ძალისხმევითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები.

„IT HUB Tbilisi- ის მიზანია IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ენტერპრენუერების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, დაფინანსების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და IT მომსახურების ექსპორტზე გატანა. სასწავლო პროგრამა ჩატარდება მსოფლიო სტანდარტის დაცვით, EPAM-ის საუკეთესო მასწავლებლების მიერ. კურსდამთავრებულს ექნება საშუალება, მიიღოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სექტორში. სასწავლო კურსები მოიცავს 5 პროფესიას: front-end, ASP.NET, JAVA ან Android app დეველოპერი და Q&A ინჟინერი. სასწავლო პროგრამის პირველი წლის ბოლოს პროექტს 100-ზე მეტი მაღალი დონის კურსდამთავრებული პროგრამისტი ეყოლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა