ნევადაში გამართულ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კონკურსში ბერნი სანდერსი ლიდერობს

აშშ-ის ნევადას შტატში გამართულ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კონკურსში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, სანდერსმახმების 46.6% მოიპოვა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი 22.7%. მესამე ადგილზეა ქალაქ საუზ ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 14.5% მიიღო, მეოთხეზე კი - სენატორი ელიზაბეთ უორენი -8.9%-იანი მხარდაჭერით.

ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება 33 კანდიდატს შორის უწევდათ.

შეგახსენებთ, სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ-ჰემფშირის შტატში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრაიმერშიც გაიმარჯვა. “დემოკრატების” მომდევნო შიდაპარტიული არჩევნები სამხრეთ კაროლინაში 29 თებერვალს გაიმართება, ხოლო ე.წ. „სუპერ სამშაბათი“, რომელიც 14 შტატში ერთდროულად იმართება 3 მარტსაა დაგეგმილი.

იხილეთ ვიდეო: ნევადაში გამართულ "დემოკრატების" საპრეზიდენტო პრაიმერში ბერნი სანდერსი ლიდერობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა