საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში მოთავსებულ 2 პირს ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საჩხერეში სასტუმროში არიან განთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, 34-ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, ორ პირს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არც ერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი იზოლირებული არიან და სასტუმროში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

რაც შეეხება პირობებს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით, საქართველოს 34 მოქალაქე დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფება.

ცნობისთვის, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე 21 თებერვალს ღამით დაბრუნდა. მათ ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები სახელმწიფომ უზრუნველყო. საქართველოს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა