სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, თვითმმართველობის ორგანოების მიერ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულების კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელეს.

„მუნიციპალიტეტებში არსებული სავაჭრო ობიექტების მონიტორინგზე პასუხისმგებელი თვითმმართველობების ორგანოები მუშაობას გააქტიურებენ პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების კონტროლზე. მისასალმებელია, რომ მეწარმეები, იმპორტიორები და სავაჭრო ქსელების მეპატრონეები პასუხისმგებლობას აიღებენ გარემოს დაცვაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს მთავრობის დადგენილებით რეგულირებული, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებული პარკების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„თვითმმართველობის ორგანოებისა და თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, გარემოს დასაცავად განხორციელებული ქმედებები ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა