"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ბათუმში ოფიციალურად პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. აჭარის ორგანიზაციას ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს.

ახალი ოფისის გახსნაზე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საქართველო საზღვაო ქვეყანა უნდა გახდეს და ქართველი მეზღვაურების დასაქმება საქართველოში უნდა შეეძლოთ. შეკრებილებმა, ასევე აჭარის ტურისტულ პოტენციალზე და სამორინეების უარყოფით მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება. მათივე თქმით, "ქართული ოცნება" მმართველობას მალე დაასრულებს.

,,ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს შევცვლით, არის ის, რომ საქართველო გახდეს საზღვაო ქვეყანა. თუ ზღვის ინფრასტრუქტურას და ზღვის გზებს არ იყენებ, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ჩაკეტილი და ზურგი გაქვს მიქცეული ცივილიზაციისთვის. ჩვენ გვინდა, რომ აჭარა და კერძოდ, ბათუმი არ იყოს ასოცირებული კაზინოებთან, ეს არ არის ჩვენი პერსპექტივა. ამ ქალაქს გააჩნია ბიზნესის კეთების უზარმაზარი ისტორიული პოტენციალი. ჩვენ ბათუმი და აჭარა უნდა გავხადოთ საზღვაო ბიზნესის ცენტრი შავი ზღვის აუზში. საქართველოს დროშა უნდა გავხადოთ ყველაზე საინტერესო საზღვაო დროშა საზღვაო ბიზნესისთვის. საქართველოში და ბათუმში უნდა რეგისტრირდებოდნენ საერთაშორისო გემები და ეპიცენტრმა ნელ-ნელა გადაინაცვლოს ბათუმში. ჩვენ აქ უნდა გადმოვიტანოთ საერთაშორისო საზღვაო არბიტრაჟი და ყველა ის სერვისი განვავითაროთ, რომელიც საზღვაო ბიზნესს სჭირდება. ჩვენი ამოცანაა, უახლოეს 5 წელიწადში გასამმაგდეს შემოსავალი საზღვაო მიმართულებით. ჩვენი მეზღვაურები და კაპიტნები ჩვენი დროშის ქვეშ უნდა დაცურავდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით’’, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლიდერების განცხადებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ოფისები ეტაპობრივად გაიხსნება.

"ბათუმში გავხსენით " ლელო საქართველოსთვის" ოფისი, რომელიც მზად არის ქვეყნის განვითარებისთვის იბრძოლოს. მზად ვართ, ყველა უბანი, ქუჩა მოვიაროთ და თქვენი გასაჭირი გავიგოთ და მივიტანოთ იქ, სადაც საჭიროა. ქალაქი ურბანული კატასტროფის წინაშე დგას, ამას მალე დავასრულებთ. ჩვენ ვქმნით გუნდს და ამ ადამიანებით ვამაყობ. მათ გააჩნიათ ცოდნა, რომ არსებული რეალობა შეცვალონ",- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ბათუმში "ლელოს-საქართველოსთვის" ოფისის გახსნას, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა