მეუფე გრიგოლი - ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია - პატრიარქი, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რის თქმასაც საჭიროდ თვლის

ჩვენს რეალობაში, ჩვენ, მე პირადად, კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

,,მე უნდა გითხრათ, რომ გუშინ ტელევიზორი საერთოდ არ ჩამირთავს, დატვირთული დღე მქონდა და ინფორმაცია არ მიმიღია. თუ ადამიანი არ ხარ საქმის კურსში, უმადური საქმეა კომენტარის გაკეთება - ეს ერთი, მეორე - კათოლიკოს პატრიარქი, ყოველთვის, 42 წელიც და მანამდეც და დღესაც, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რის თქმასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, ალბათ, თუ რამე კომენტარის გაკეთება შეიძლება, ალბათ, თავად უფრო უკეთესად განმარტავდა, რომ საჭიროდ მიაჩნდეს. მესამე, ჩვენს რეალობაში, ჩვენ, მე პირადად, კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო ცოტა უხერხულია, არის ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ. ადამიანის ბიოგრაფიაში დგება დრო, როცა უკვე ყველა აკეთებს კომენტარს და საზოგადოდ ერთიანობაში აფასებს ადამიანის მოღვაწეობას, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: ,,ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა