არჩილ თალაკვაძე - მაგიდის აყირავება პოპულისტური ტერმინია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს, სინამდვილეში, მაგიდა თავის ადგილას დგას

მაგიდის აყირავება არის პოპულისტური ტერმინი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს, სინამდვილეში მაგიდა დგას თავის ადგილას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლება დიალოგთან დაკავშირებით ერთ აზრზეა, ხოლო ოპოზიციას დესტრუქციული პოზიცია აქვს. ამის მიუხედავად, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ დიალოგს დაუბრუნდებიან.

მისივე თქმით, მათი შეთავაზება 100/50-ზე სამართლიანია, ახალ პროპორციებზე შეთანხმება კი დიალოგის საკითხია.

"ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს, როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას და მთელ საკითხებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, ჩვენ გვაქვს პოზიციები და არგუმენტები. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. ოპოზიციას, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, სხვა გზა არ ექნება. შემდეგი მოლაპარაკებების საწყისი წერტილი არის ჩვენი შეთავაზება, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 100/50- ზე განაწილებას, ასევე, ეს იქნება გამოყენებული მხოლოდ 2020 წელს, 2024 წელს, როგორც დაგპირდით საზოგადოებას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერი რა თქმა უნდა რჩება საქართველოს კონსტიტუციაში. ნებისმიერ შემთხვევაში ახალ პროპორციებთან დაკავშირებით შეთანხმება არის დიალოგის საგანი. ოპოზიცია თუ უარს განაცხადებს ამაზე, ჩვენს დაპირებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. შევასრულებთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პროგნოზს არჩევნებზე 60 პროცენტიანი მხარდაჭერის მიღების თაობაზე, თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ხოლო იმას "თუ რომელი პარტია რამდენ პროცენტს მიიღებს საზოგადოება გადაწყვეტს".

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა