თელავში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თელავი -ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ მანქანაში მყოფი ორი მგზავრი, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. 45 წლამდე მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა