არჩილ თალაკვაძე - ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც დგას გამოწვევების წინაშე - ღმერთმა დალოცოს საქართველო

ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც დგას გამოწვევების წინაშე. მხოლოდ უანგარო მსახურებით, მხოლოდ თავდადებით და იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული დღეა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვართ ამაყები, რომ საქართველოს ისტორიის ეს მძიმე ფურცელი არის დაწერილი ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირვით სამშობლოს წინაშე. წლების შემდეგ, როდესაც სამხედრო სკოლის იუნკერებმა თავი შესწირეს საქართველოს მთლიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამ ბრძოლას ძლიერ მაგალითად მოყვება ახალგაზრდების თავდადება, რომელთაც კოჯორსა და ტაბახმელაში თავი შესწირეს უთანასწორო ბრძოლას რუსეთის არმიასთან. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც დგას გამოწვევების წინაშე. მხოლოდ უანგარო მსახურებით, მხოლოდ თავდადებით და იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. მინდა პატივი მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას და პატივისცემა გამოვხატო, ქედი მოვიხარო მათი შთამომავლობის წინაშე, რომლებიც დღეს, აქ ჩვენთან არიან, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, მათაც ეამაყებათ ეს გმირული ისტორია. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა