გორის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონში, სოფელ ტირძნისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. საავტომობილო გზაზე მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რა დროსაც მიკროავტობუსში მყოფმა ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

დაშავებულები გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმ დავით ღვინიაშვილის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ახალგაზრდა მამაკაცს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა. 25 წლის ქალს, კი, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ოპერაცია ჩაუტარდება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს