ქუთაისმა ჭაბუკ მოკრივეთა შორის  საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ორთაბრძოლებს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით წიკლაურთან ერთად დაესწრო.

ტურნირში, რომელშიც ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდენ, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

გასულ წელს, თბილისმა ევროპირველობას მოსწავლე მოკრივეთა შორის უმასპინძლა. ჩემპიონატმა კრივის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ჭაბუკ მოკრივეთა შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ივლისში, სწორედ საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო