საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ჩინეთის 7 მოქალაქე ბორითის ობიექტზე გადაიყვანეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ახლად ჩამოყვანილი ჩინელები ბორითში გადაიყვანა.

კომპანიის კოორდინატორის გოჩა კოპაძის თქმით, ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები ობიექტზე ერთი დღით იმყოფებოდნენ და სამედიცინო შემოწმებაც ჩატარებული ჰქონდათ, თუმცა მუშაობაზე უარი მაინც თქვეს. მისივე განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეები შემოწმებული არიან და კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ.

კომპანიის წარმომადგენელის მტკიცებით, ისინი უსაფრთხოების მიზნით, იზოლირებული იქნებიან.

"მე შევხვდი მათ, ჯანმრთელად არიან, არაფერი სჭირთ. იზოლირებული იყვნენ ჩინეთშიც და აქაც ორი კვირა იზოლირებული იქნებიან. ცუდად, რომ იყვნენ, როგორ ფიქრობთ, არ შემეშინდებოდა? უბრალოდ, მშვიდად, რომ იყვენენ ადგილობრივები, გავიყვანეთ ბორითში, რომელიც მოშორებულია დასახლებულ პუნქტს", - განაცხადა გოჩა კოპაძემ.

გოჩა კოპაძე არ ადასტურებს მოქალაქეების გასაიდუმლოებული რეისით ჩამოყვანას და ამბობს, რომ შვიდმა ჩინელმა სამი ქვეყანა სხვა მოქალაქეებთან ერთად გაიარა და ჩვეულებრივი რეისით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო