პროფესორის და სტუდენტის ციფრული ასისტენტი - ახალი პლატფორმა BTU-სგან

სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაერთიანებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პროფესორის და სტუდენტის ციფრული ასისტენტი შეიქმნა და სწავლების პროცესში დაინერგა. მრავალფეროვანი სასწავლო მოდულები, ქეისები და ამოცანები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტი, ავატარი, პოდკასტები და სხვა გადაწყვეტილებები ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაში ერთიანდება და სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს აითვისოს მოცულობითი სასწავლო მასალა დროის მცირე მონაკვეთში.

ინოვაციური, ჰიბრიდული ტექნოლოგიური პლატფორმა სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება, ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების პროცესს და არის ჰიპერპერსონალიზირებული. BTU ასისტენტი სტუდენტისა და ლექტრორის დამხმარე მესამე რგოლია, რომელიც ცვლის სწავლის პროცესს, მას უფრო ინტერაქიულს და საინტერესოს ხდის.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, BTU ასისტენტი აერთიანებს სასწავლო მასალებს, ქეისებს და ამოცანებს, რომელიც შემუშავებულია თავად უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. პლატფორმაში აგრეთვე შეხვდებით მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემებისა და ქეისების ნაკრებს.

“ელექტრონული სასწავლო პლატფორმების მზარდი ინდუსტრია მსოფლიოში განათლების სისტემის რევოლუციას ახდენს. პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი, ინტერაქტიული და ინოვაციური პლატფორმა რომელიც ჩვენ შევქმენით, მომდევნო სემესტრიდან გაიხსნება BTU-ს სტუდენტებისთის და ლექტორებისთვის. ავატარი, ხმოვანი AI აგენტი, პოდკასტები და სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით სწავლის პროცესი კიდევ უფრო დინამიური და საინტერესო გახდება", - განმარტავენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

BTU ასისტენტი უკვე აერთიანებს მეწარმეობის, ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით მრავალ მოდულს და ყოველთვიურად იზრდება. პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო მიზნებით, ასევე ტრენინგების ახალი მეთოდით ჩასატარებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა