ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს 2019 წელს 215 დისციპლინური საჩივარი გადაეცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანალიზებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა და შედარებულია გასული წლის მაჩვენებელთან.

იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს 2019 წელს 215 დისციპლინური საჩივარი გადაეცა. აქედან ინსპექტორმა დასკვნა მოამზადა მიღებული საჩივრების 87%-ზე. მისი თქმით,

საჩივრები უმეტესობა შეეხებოდა საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებასა და სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევას.

დამოუკიდებელ ინსპექტორს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია შემოსული საქმეებიდან რამდენ მოსამართლეთან დაკავშირებით დაიწყო მისმა სამასახურმა დისციპლინური დევნა. როგორც მან განმარტა, ამისათვის საჭიროა იუსტიციის საბჭომ ჩანიშნოს დისციპლინური საბჭოს სხდომა. თუმცა, მისივე განმარტებით, დისციპლინური საბჭოს სხდომა გასული წლის მარტის შემდეგ არ გამართულა და ამის მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლეთა დატვირთულობაა.

„ამ 215 საქმიდან ყველა ელოდება საბჭოს სხდომას. ბოლოს სხდომა გაიმართა 2019 წლის მარტში, თუ რატომ არ ჩატარდა მარტის შემდეგ სხდომა ეს უკვე იუსტიციის საბჭოს გადასაწყვეტია. ვერ ვისაუბრებ შეფერხებაზე. ეს ალბათ, სხვა დატვირთულობის საკითხია. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის დროსაც ვითვალისწენებთ მოსამართლეთა დატვირთულობას და ალბათ, საბჭოს წევრების დატვირთულობის გამო არის ასე", - განაცხადა აზნაურაშვილმა.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშში ასახულია მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ ინფორმაცია.

დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშში მიმოხილულია პარლამენტის მიერ ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში დამტკიცებული ცვლილებები.

ღონისძიებას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ღონისძიება ევროკავშირის სასამართლოს პროექტის ხელშეწყობით იმართება, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ანგარიში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა