მოსახლეობა „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს

მოსახლეობა „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს.

როგორც „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა ამ ქმედებით კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

მოსახლეობას ასევე შეუერთდნენ მოძრაობა " შეცვალეს" აქტივისტებიც.

„ერთი საათის წინ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რაც არის სხვისი ნივთის განზრახ განადგურება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თქვენ იცით, რომ მოსახლეობამ აქ გუშინ პარკი გააშენა. მივიდნენ კომპანიის თანამშრომლები და გაანადგურეს აბსოლუტურად ყველაფერი. თუ პარკის მშენებლობა იყო უკანონო, ამისთვის არსებობს ზედამხედველობის სამსახური, შესაბამისი მითითებები და ბრძანება და სამართლებრივი პროცედურა უნდა ჩატარდეს. კომპანიის თანამშრომელს რა უფლება აქვს, რომ გადაადგილოს სხვისი ნივთი და დაიწყოს მისი შემოღობვა. ამჟამად ეს შემოღობვაც უკანონოდ მიმდინარეობს და ამაზე რეაგირებას არავინ ახდენს. ჩვენ ამ საქმისთვის, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიდავებთ, მაინც გაშენდება პარკი და ამ უკანონო მშენებლობის, კორპუსის აშენების საშუალებას არ მივცემთ ამ ადამიანებს",- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

იხილეთ ვიდეო: მოსახლეობა "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერის დანგრევას აპროტესტებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა