არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებმა აჭარის ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებმა პირზე შავი ლენტები აიკრეს და აჭარის ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია - პერფორმანსი გამართეს.

მათი განმარტებით, აჭარის ტელევიზიაში ცენზურის დამკვიდრების მცდელობაა და ამას არ დაუშვებენ.

შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს. მათი თქმით, ახლად არჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე კონკრეტულ თანამშრომლებს დევნის.

არხის ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ბორდის წევრთა ნაწილი და დირექტორი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა