28-29 თებერვალს „ექსპოჯორჯიაში“ მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, „ექსპოჯორჯიას“ მე-5 პავილიონში, 10:00-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job" გაიმართება. სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად 700-მდე ვაკანსიით 70 კომპანია ემზადება.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს.

ყველა, ვინც სამსახურს ეძებს, შეარჩევს მისთვის სასურველ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრება კომპანიის HR მენეჯერებსა და დირექტორებს. ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ www.Studentjob.ge-ის სპეციალურ კატეგორიაში Expo Job.

ღონისძიებაზე იქნება პალიტრა მედია ჰოლდინგი წარმატების კუთხე, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე. სპიკერების სანახავად გადადით ლინკზე: წარმატებისკუთხე.

პალიტრა მედია ჰოლდინგი მასშტაბურ გათამაშებას ჰპირდება ყველას, ვინც მათ კომპანიებს ესტუმრება და გაივლის გასაუბრებას. დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ ისეთი პრიზები როგორებიცაა: ბიბლუსის ვაუჩერი, ლურჯი ოკეანის წიგნების ნაკრები, ჰუდები, ჩანთები და აქსესუარები. რაც შეეხება მთავარ პრიზს, ეს არის პრაქტიკულ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ან მულტიმედია ჟურნალისტიკის 3 თვიანი კურსის სრული დაფინანსება.

მოეწყობა CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმების ფესტივალის ყველა მონაწილეს შეუძლია ეწვიოს პიროვნული განვითარების კუთხეს - Flow Zone, სადაც ლიკა ნოზაძე - HR კონსულტანტი პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე მისცემს რჩევებს.

Expo Job-ში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირება: http://bit.do/EXPO-JOB . ფესტივალზე თან უნდა იქონიოთ რეზიუმეები.

გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა HR-ებს ამის საშუალებას მისცემთ).

დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, პალიტრა მედია ჰოლდინგი, გრანთ თორნთონი, და რადიო იმედი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა