თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია კახეთში ჩავიდა და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, ქალაქ თელავში სამუშაოების მიმდინარეობის ტემპს ადგილზე გაეცნო.

თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ. პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა