ბათუმის მერია სოციალური მომსახურებების გაძლიერების მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებში ცვლილებებს გეგმავს

ბათუმის მერია სოციალური მომსახურებების გაძლიერების მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებში ცვლილებებს გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, მერმა ლაშა კომახიძემ ამ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა.

კერძოდ, მერის ინფორმაციით, მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება. შესაბამისად, ყოველთვიური თანხის ოდენობა 60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. ასევე, იზრდება 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3 და 4 შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება. შესაბამისად, 3 შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4 შვილიანი ოჯახები კი - 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა. ცვლილების თანახმად, მანდატურები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებით ისარგებლებენ. ბათუმის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, შემუშავდა ახალი საპილოტე პროგრამა „პატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებები“, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის ოჯახებისთვის მოვლა-პატრონობის მიზნით გადაცემას გულისხმობს. პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება და მისი წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს. შესაბამისად, ოჯახები, რომლებიც, აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ. საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, იზრდება მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა. მათ შორის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის გაძლიერება. სკვერების მოწყობა თამარის დასახლებაში, ბაქოს ქ. #74-ის მიმდებარედ და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში; გონიო-კვარიათის ზღვისპირა ზოლის კეთილმოწყობა (შესაბამისი ინფრასტრუქტურა - სკამები, ურნები, პანდუსები); გორგილაძის ქუჩის ადაპტირება, რაც ითვალისწინებს აღნიშნული ქუჩის მონაკვეთებში მხედველობადაქვეითებულთათვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობასა და ქუჩის მთელ პერიმეტრზე, გადასასვლელებზე ტროტუარის ბორდიურის სიმაღლის დაწევას ნულოვან ნიშნულამდე ეტლით მოსარგებლეთათვის; რესტორან "ოქროს თევზთან" არსებულ სანაპიროზე ჩასასვლელ ლითონის კიბესთან ერთად, ჩასასვლელი ლითონის კონსტრუქციის პანდუსის მოწყობა; ცენტრალური პარკის გარე განათების სრული რეაბილიტაცია.

მათივე ცნობით, იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გარანტიით, მათზე განთავსებული ინფრასტრუქტურის ტურისტული ქალაქის მოთხოვნებთან, ასევე, ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. „გადასახადების გაზრდის მეთოდით, შესაბამის სექტორებში არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და მოძველებული ტარიფების არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით: დგინდება საზღაურის ოდენობა ქალაქის საზოგადოებრივი სივრცისა და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისთვის; იზრდება საფასური სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის; იზრდება პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასური დროის მიხედვით; იცვლება ტარიფები გარევაჭრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა