ივანე მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე - გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

კითხვაზე, თავად შეეხება თუ არა გაზაფხულზე დაანონსებული ცვლილებები, მინისტრი ასე პასუხობს: „გაზაფხული ერთ კვირაშია. გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს“.

„არსად მაგაზე საუბარი არ ყოფილა, მედიის გარდა“, - აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, „დაელოდეთ გაზაფხულს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა