დავით ზალკალიანმა ფინელ კოლეგას საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის თაობაზე მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრების შეხვედრა ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს როგორც გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

საგარეო უწყების ცნობით, ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ფინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინეთის აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის თაობაზე გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის გააქტიურებულ ორმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს, როგორც წლის საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად დასახელება. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ფინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა