სერგი კაპანაძე უმრავლესობასთან დიალოგზე - რაც არ უნდა იძახოს თალაკვაძემ, მაგიდა თავის ადგილზეაო, მაგიდა არის აყირავებული

რაც არ უნდა იძახოს ბატონმა თალაკვაძემ, მაგიდა თავის ადგილზეაო, მაგიდა არის აყირავებული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს დიალოგთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის გაგრძელება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ხელისუფლება პოლიტიკურ ლიდერებს გაათავისუფლებს.

„უმრავლესობასთან დიალოგი არის გაჩერებული მას მერე, რაც ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და დაიჭირა გიგი უგულავა, ამის მერე დიალოგის მაგიდა აყირავდა, რაც არ უნდა იძახოს ბატონმა თალაკვაძემ, მაგიდა თავის ადგილზეაო, მაგიდა არის აყირავებული უმრავლესობის მიერ, ამას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სწორი შეფასება მიეცა. ამიტომ, თუ ივანიშვილს სურს დიალოგის გაგრძელება, ძალიან მარტივია ამის მოხერხება, ამისთვის მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური ლიდერები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და შემდეგ დაუბრუნდეს დიალოგს პროპორციული საარჩევნო სისტემის ან მიახლოებული სისტემის ირგვლივ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა