გია ვოლსკი - მე ვამბობ, არავითარი ცვლილებები  -  სტაბილურობაა ქვეყანაში და მთავრობა მუშაობს გამართულად

არავითარი ცვლილებები, მთავრობა მუშაობს გამართულად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პრემიერმა ლოგიკური პასუხი გასცა.

„იმდენჯერ დაისვა შეკითხვა, გაზაფხულზე არის ცვლილებები მოსალოდნელი, მედიისგან იქნება ეს თუ პოლიტიკური განცხადებები ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხი გაეცა სავსებით ლოგიკური. თუ მაინცდამაინც ამ შეკითხვას ვიმეორებთ ხშირად, კი ბატონო, მაშინ დაველოდოთ გაზაფხულს. მე ვამბობ, არავითარი ცვლილებები, სტაბილურობაა ქვეყანაში და მთავრობა მუშაობს გამართულად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა