ბაკურიანში, სავარაუდოდ, თხილამურებით სრიალის დროს ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში, სავარაუდოდ, თხილამურებით სრიალის დროს ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბაკურიანში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გოგონა თხილამურებით სრიალისას დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.