არასამთავრობო ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“ პარლამენტში დემოგრაფიულ საკითხთა საბჭოს შექმნას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“ პარლამენტში დემოგრაფიულ საკითხთა საბჭოს შექმნას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციამ 300 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია პარლამენტს წარუდგინა.

როგორც პეტიციაშია ნათქვამი, „ქართული ეთნოსი გადაშენების პირას დგას“, რის გამოც აუცილებელია, პარლამენტში შეიქმნას დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო.

„მოგეხსენებათ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესი კვლევების თანახმად, ქართული ეთნოსი გადაშენების პირას დგას და 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-თ მცირდება. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ მსგავსად, „შექმნას დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო“, რომელიც იმუშავებს საქართველოში არსებული მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობის გადაჭრის სტრატეგიაზე და დასახავს გზებს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად”, - აღნიშნულია პეტიციაში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება