ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - მსოფლიო პანდემიისთვის მზად უნდა იყოს

მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ამ დროისთვის სიტყვა „პანდემიის“ გამოყენება ეწინააღმდეგება ფაქტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვითარება შიშს უნდა ნერგავდეს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შეკავებაზე და ამასთანავე, ყველაფერი გავაკეთოთ, შეძლებისდაგვარად, რათა მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის“ , - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს და თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეაფასოს მისი რისკები საკუთარი კონტენტიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, ჩინეთში ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77 ათასს უკვე გადააჭარბა. გარდაცვლილია 2592 ადამიანი, განიკურნა 24 ათასზე მეტი.

ჩინეთის გარეთ დაინფიცირების 1769 შემთხვევაა, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა