აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები აქციას მართავენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები აქციას მართავენ და არხის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, დირექტორმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა და არ არსებული სამსახური შესთავაზა,რაც დაცინვაა.

"დღეს გაფორმდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. სურთ რომ ხალხის ხმა ჩაახშონ. დავგეგმავთ აქციებს და რადიკალურ ზომებს მივიღებთ", - აცხადებენ ჟურნალისტები.

მაია მერკვილაძის მიმართ ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, არხის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ. მისი თქმით, მენეჯმენტი საგამოძიებო გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

"არხის გაძლიერების მიზნით უნდა არსებობდეს დებატების მსგავსი თოქ-შოუ წინასაარჩევნოდ, და შევთავაზეთ მაია მერკვილაძეს რედაქტორის პოზიცია. ჩვენ ასევე საგამოძიებო გუნდის გაძლიერებას ვგეგმავთ",- განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს