პოლონელი ეკონომისტი, რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე, ლეშეკ ბალცეროვიჩი  სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრა

გამოჩენილი პოლონელი ეკონომისტი, რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე - ლეშეკ ბალცეროვიჩი, სამუშაო ვიზიტით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით პოლონეთსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პოლონეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასევე მიმოიხილა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ სასამართლოსა და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემას.

ამჟამად, გარდა ვარშავის ეკონომიკის სკოლაში აკადემიური საქმიანობისა, ლეშეკ ბალცეროვიჩი გახლავთ „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ (FOR) დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი. აღნიშნული ორგანიზაციის მისიაა, პოლონეთში, კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა