კასპში, სოფელ დოესში დამწვრობის შედეგად  მამაკაცი გარდაიცვალა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, საკუთარ ბაღში ცეცხლის ანთების შედეგად 60 წლის კაცმა სხეულის დამწვრობა მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი ხმელი ბალახისა და მოსავლის ნარჩენებისგან ბაღს ასუფთავებდა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

დოესელების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა