პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ლადო მგალობლიშვილის ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მორიგი საკანონმდებლო ინიციატივის წესით - „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები (მესამე მოსმენა) წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, კანონის პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება იზრდება.

„კერძოდ: ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება, ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს; დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. აღნიშნული ინიციატივა საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ლადო მგალობლიშვილის ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მათივე ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ლადო მგალობლიშვილის ავტორობით მომზადებული რიგით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს წარედგინა. პირველი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროების მიერ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს