თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ფშაველის ტყეში გამხმარ ბალახს, ბუჩქნარს და ხეებს უკიდია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის კერები დღის მეორე ნახევარში შენიშნეს და შესაბამის სამსახურს აცნობეს.

"კვამლი და ცეცხლი შევნიშნეთ, ცეცხლი ტყესთან ახლოს ბალახს ეკიდა. გამოვიძახეთ სახანძრო, მალევე მოვიდნენ, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ, როგორც ვიცით ტყეზეც გავრცელდა. რთულად მისადგომი ადგილებია" , - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე ამ დროისთვის 20 - მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ზონაში იმორიგევებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და გათენებისთანავე სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს