გიგა ბოკერია - დღეს ტრაგიკული დღეა, ამ დღეს საქართველოს ძალით წაართვეს თავისუფალი არჩევანი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იუნკერებისთვის პატივის მიგება არის ისტორიული ამოცანის შესრულება, რომ საქართველო თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ კოჯორში, იუნკერების მემორიალთან ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, იუნკერებმა მოგვცეს შანსი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეგვექმნა თავისუფალი საზოგადოება.

„დღეს ტრაგიკული დღეა,ამ დღეს საქართველოს ძალით წაართვეს საკუთარი თავისუფალი არჩევანი, ასობით ათასი ადამიანის ბედი განისაზღვრა ამ დღეს ტრაგიკულად. შემდეგი ათწლეულების განმავლობაში თაობების შანსი, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფალი და ღირსეული ცხოვრება ჰქონოდათ, ამ დღეს გაქრა. მაგრამ მეორე მხრივ, ის მსხვერპლი, რომელიც ამ იუნკერებმა გაიღეს და ყველამ ვინც მაშინ საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის თანამედროვეობას, ევროპულ არჩევანს, ღირსეულ ცხოვრებას, ამ ხალხმა მოგვცა ჩვენ შანსი მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი ჩვენ შეგვენარჩუნებინა და შეგვექმნა თავისუფალი საზოგადოება. მათი ხსოვნა და საუკეთესო პატივის მიგება არის დღეს ამ ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება, რომ სრულფასოვანი წევრები გავხდეთ თავისუფალი სამყაროსი და არასოდეს აღარ მივცეთ არც ერთ ტირანიას წაგვართვას ჩვენი თავისუფლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა