ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს მიმართავს, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოს, საიდანაც 1 მილიარდი ვაქცინის შექმნას მოხმარდება

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული თანხიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი ვაქცინის შექმნას უნდა მოხმარდეს.

„ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად აღიქვამს კორონავირუსის COVID-19 -ის გავრცელებას. ჩვენი ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესს გამოიყოს 2,5 მილიარდი აშშ დოლარი, რომ მოხდეს ვაქცინის შექმნის დაჩქარება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, ისეთის, როგორიცაა საჭირო აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა“,-აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, რეჩელ სემმელი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით დაიფინცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. გუშინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, რომ პოტენციური პანდემიისთვის მოემზადონ.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის ადმინისტრაცია ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესს 2,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოსაყოფად მიმართავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა