აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვას გეგმავს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვას გეგმავს. როგორ ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, მათი მთავარი მოთხოვნა იქნება შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა.

„საგაფიცვო პროცედურები დაწყებულია. მოთხოვნათა ჩამონათვალი ვრცელია. დეტალები დოკუმენტში გაიწერება. მთავარი მოთხოვნები იქნება: შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა",- აღნიშნავს თეონა ხარაბაძე.

აჭარის ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები გაფიცვასთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტაციაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე დირექტორის გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდა და იგი რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი და თოქ-შოუს პროდიუსერი იქნება. თავდაპირველად, მაია მერკვილაძის ხელშეკრულების ცვლილებას, როგორც ჟურნალისტები ასევე მაია მერკვილაძეც აპროტესტებდა.

არხის ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ახლად არჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე მრჩეველთა საბჭოს ნაწილთან ერთად, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს და კონკრეტულ თანამშრომლებს დევნის.

ჟურნალისტების განცხადებით, რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა