აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს

საქართველოს ოკუპაციიდან 99-ე წლისთავზე, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ და დავით თედორაძემ აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„1921 წლის 25 თებერვალს, წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო. ეს მოვლენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიად შეფასდა. 25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაბლა ეშვება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს