მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობის ნაწილმა „წითელი ხიდისკენ“ მიმავალი ცენტრალური გზა გადაკეტა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებმა „წითელი ხიდისკენ“ მიმავალი ცენტრალური გზა გადაკეტეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ ორი წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, ამასთან ერთად, სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მიიღეს დაპირება, რომელიც ამ დრომდე არ შესრულდა.

ამ დროისთვის აქციის გამო, „წითელი ხიდისკენ“ მიმავალ გზაზე საცობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა