პროკურორი - არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება იყო კალანდიას საქმეში, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ბრალდების მხარემ საქმეზე 150-მდე მოწმის ჩვენება და ათეულობით ნივთმტკიცება წარმოადგინა, რის საფუძველზეც სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდების მხარე კალანდიას ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ გამოეხმარება, რადგან ეს „სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება“.

„ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეული იქნა 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყოველივე ზემოთხსენებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

ჩვენ განვმარტავთ, რომ რა თქმა უნდა, ოჯახის თუ დაცვის მხრიდან გაკეთებული განცხადებებში, რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციებს, არ შევალთ ამ სიღრმეში, ვინაიდან, ეს სცდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს. ბრალდების მხარის მიერ იყო არაერთი როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მტკიცებულება მოცემულ ბრალდებულებაზე, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა“, - განაცხადა ქვარცხავამ.

კითხვაზე, დადასტურდა თუ არა, რომ სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს სწორედ კალანდიამ მიაყენა, პროკურორი აცხადებეს, რომ „აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული მ.კ. იყო თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“.

„აღნიშნული ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით მსჯავრდებულმა დავით სარალიძეს“,- განაცხადა პროკურორმა.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო: პროკურორები და ადვოკატები მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილ სასჯელს აფასებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა