დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან 24 ექიმმა (კარდიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ოკულისტი, ქირურგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ონკოლოგი;) ბენეფიციარებს, ასევეჩაუტარდათექოსკოპიურიგამოკვლევები;

„აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 80- ზე მეტ ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის, მცხეთა- მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენელი ბადრი პაპიაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს წინასწარ მიეწოდებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს