წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. კომპანიის დირექტორი, სოფელ ჭიაურის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, კომპანიის დირექტორის გრიგოლ მანდარიას დავალებით, ხვალ, ლაგოდეხში ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ადგილზე შეისწავლის არსებული ჭაბურღილების მდგომარეობას, საიდანაც ხდება სოფლების წყლით მომარაგება.

„სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყლის დებიტის სიმცირის გამო, წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება.

ჯგუფის შესაფების დასკვნის საფუძველზე, დებიტის გაზრდის მიზნით, მოხდება ჭაბურღილების რეაბილიტაცია და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1200-მდე ადამიანისთვის წყლის მიწოდების რეჟიმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა