მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არც ადვოკატი და არც ექიმი კომენტარს არ აკეთებენ

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ადვოკატი თეონა გვაზავა არ საუბრობს. ასევე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისგან თავს იკავებენ ღუდუშაურის კლინიკაშიც. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, პაციენტის თანხმობის გარეშე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებენ, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა.

ადვოკატ თეონა გვაზავას განცხადებით, მარიანა ჩოლოიანს ღუდუშაურის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ რადგან ეს პერსონალური მონაცემებია და ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტის თანხმობაა საჭირო. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში იგეგმებოდა, რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო. კონკრეტულად, რა გამოკვლევები ჩატარდა და რა უნდა ჩაუტარდეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფილია საავადმყოფოთი და სამედიცინო პერსონალით. როდესაც პაციენტი სხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ, ამ გადაწყვეტილებას ციხის ადმინისტრაცია მაშინ იღებს, როდესაც მიიჩნევს, რომ ადგილზე შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ გაუწევს. ის დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, შესაბამისად, დღეს ჩაუტარდება გამოკვლევები და ალბათ, დიაგნოზს გვეტყვიან. კანონის თანახმად, თუ მისი თანხმობა იქნება, ამ დიაგნოზსაც გავაჟღერებთ“,-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან გუშინ, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

იხილეთ ვიდეო: მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში რჩება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა