კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ თბილისში დამატებით 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში დაიწყება აღნიშნული ავტობუსების აწყობა-წარმოება და თბილისში შემოყვანა.

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, გამოყოფილია თანხები და გამოცხადებული იყო 12 - მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული „ბი ემ სის“ მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში. „ბი ემ სის“ მარკის ავტობუსები არის ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ბულგარეთში, ლონდონში. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანას. 126 ერთეული არის 12 - მეტრიანი გაზზე მომუშავე ავტობუსები და უკვე უახლოეს მომავალში დაიწყება აწყობა-წარმოება და შემოყვანა დედაქალაქში, რომელიც მოემსახურება თბილისს, თბილისელებს და ჩამოსულ სტუმრებს. ჩვენ არამხოლოდ ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა შემოვიყვანოთ დამატებითი ავტობუსები იმისთვის, რომ ის კონკრეტული უბნები და რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან თუ გადაადგილდება, მგზავრებს დიდი ხანი ლოდინი უწევს და დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ 10 წუთი იყოს მოცდის დრო. გარდა ამისა, შემდეგი ეტაპია 18 - მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდება დედაქალაქის ქუჩებში“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ავტობუსები მწვანე ფერის იქნება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის