კახა კალაძე - არის ქუჩები, სადაც იყიდება აალებადი მასალები, საბურავები და ისინი ინახება სახლების სარდაფებში - ღმერთმა დაგვიფაროს, ცეცხლის კერა გაჩნდეს, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის

არის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება აალებადი მასალების, საბურავების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია საცხოვრებელი სახლების სარდაფებში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ცეცხლის კერა გაჩნდეს, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის, ეს იქნება სრული კატასტროფა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორადი საბურავების და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის კუთხით დღეს დედაქალაქში „სრული კატასტროფაა“, ამიტომ შემუშავდება რეგულაციები, რომლითაც დადგინდება ის ზონები, სადაც ამ მასალების რეალიზაცია და განთავსება იქნება შესაძლებელი, საცხოვრებელ ზონებში კი ამის განხორციელება აიკრძალება.

„კანონში, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, რომელიც გვავალდებულებდა კანონქვემდებარე აქტის მიღებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. ამ მიმართულებით ქალაქში გვაქვს დღეს სრული კატასტროფა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. ამ რეგულაციის მიხედვით ასეთი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა მაგალითად, რეკრეაციული ზონები, საცხოვრებელი ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ასეთი ტიპის მასალების განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობებში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.

ჩვენ დღეს რა მოცემულობა გვაქვს? არის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება მაგალითად აალებადი მასალების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია კონკრეტული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ასევე საბურავები. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გაჩნდეს ცეცხლის კერა, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის, ეს იქნება სრული კატასტროფა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რეგულაციის მოქმედებამდე ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალების რეალიზაციით არიან დაკავებული, გონივრული დრო მიეცემათ. კალაძემ შესაბამის სამსახურებს მათთან კომუნიკაცია დაავალა.

„მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ დავიწყოთ ხვალიდანვე კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასეთი მასალებით ვაჭრობს, რომ მივაწოდოთ ჩვენი ხედვა, გეგმა, მივცეთ ასევე გონივრული ვადა ამ ადამიანებს და მითითებები, სად უნდა განახორციელონ შემდეგი მათი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ეს კანონი, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს რეგულაციების მიღებას და საკრებულოში გაგზავნას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ და თვითონ ამ რეგულაციების ამოქმედება გავაკეთოთ პირველი იანვრიდან, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გონივრული ვადა და დრო იმისთვის, რომ მოახერხონ თავიანთი საქმიანობის უკვე სხვა კონკრეტულ ადგილებზე, იმ ზონებში გაგრძელება, სადაც ეს იქნება კანონმდებლობით დაშვებული. ეს არის დღეს სერიოზული გამოწვევა, პრობლემა, თუმცა, ჩვენ ამას აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვასწრიგებთ, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, მათი ვინც ამ საქმიანობით არის დღეს დაკავებული და მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანებულ უბნებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება. შესაბამისად, იქ სადაც საცხოვრებელი ზონებია, ასეთი საქმიანობა იქნება აკრძალული და ვერ განხორციელდება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა