აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა სემინარი გამართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლ გიბსმა, გამართა სემინარი თემაზე: "უმაღლესი განათლების გლობალური გამოწვევები".

სემინარზე ასევე წარმოდგენილი იყო განათლების მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის პროექტი პროფესიული დოქტორანტურის ელემენტებით. აღნიშნული ტიპის პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაინერგება, სიახლეა და მას ბრიტანელი პროფესორები ქართველ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ.

პროფესორ პოლ გიბსის მიერ წარმოდგენილი განათლების მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა შედგება ისეთი მნიშვნელოვანი მოდულებისგან, როგორიცა ინოვაციების კომერციალიზაცია, სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდები, "საგანმანათლებლო ხელმძღვანელობის" მოდულის ქვეშ მეწარმეობის გაფართოება მეწარმეობასა და პროფესიულ პრაქტიკაში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამის მოდელი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და არსებულ რეგულაციებთან.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სემინარის დასასრულს დაიგეგმა პროგრამის დანერგვაზე მუშაობის შემდგომი ეტაპები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა