ვანო მაჭავარიანი - ანგარიშვალდებულების კუთხით, ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

ანგარიშვალდებულების კუთხით, ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განუცხადა.

მაჭავარიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე არმისვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ პარლამენტში არასდროს არცერთი მინისტრი არ მისულა იმდენჯერ, რამდენჯერაც თავად იმყოფებოდა.

"ანგარიშვალდებულების კუთხით, ნახეთ, შეამოწმეთ, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ამაზე მეტჯერ თუ ყოფილა მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო 6 თვეში ან 2019 წლის განმავლობაში. შეიძლება იარო, მაგრამ არაფერი ილაპარაკო, ხარისხობრივ ნაწილზეც გეტყვით. იმ კითხვებზე პასუხს, რა შეკითხვებიც იყო გამოგზავნილი, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ნახევარი დრო დავუთმე თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს არცერთმა ამ შეკითხვის გამომგზავნმა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო სხდომას. იქ ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო?! ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარსობრივი ნაწილი არ აინტერესებთ? იმაზე დეტალურად რა უნდა მელაპარაკა კომიტეტის სხდომაზე, რაც „მინისტრის საათის“ განმავლობაში ვისაუბრე?! არ აინტერესებდათ!“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა