ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკვე 14,36 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკვე 14,36 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ინფორმაციას რუსული მედია ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ხარჯები მოიცავს ინფიცირებულთა მკურნალობას, შენობების და ობიექტების დეზინფექციას და მოსახლეობის დაცვის საჭიროებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. ტელეარხი განმარტავს, რომ სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰუბეის პროვინციაზე მოდის, სადაც ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონგში სრულწლოვან მოქალაქეებს 1 280 დოლარს დაურიგებენ. ქალაქის ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ადამიანებს ფინანსური წნეხი შეუმსუბუქდეთ.

ცნობისთვის, კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. ვირუსის წყარო სავარაუდოდ, ზღვის პროდუქტების ბაზარი გახდა. მას შემდეგ კორონავირუსი 35-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ამ დროისთვის 2 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკვე 14,36 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა