ლეშეკ ბალცეროვიჩი - ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს

საქართველოში რეგლამენტები და რეგულაციები სწორია, რაც მრავალი ინდიკატორით არის ნაჩვენები და აღნიშნული უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინიტროდან აცნობეს.

ღონისძიების პანელზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესების თემატიკას ეძღვნება, ბალცეროვიჩმა ასევე საქართველოში ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კერძო ინვესტიციების განაკვეთი ქვეყანაში მაღალია.

„ჩემი დაკვირვება, რომელიც შემიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის ინვესტიციების განაკვეთი რომელიც ძალიან მაღალია. 32%-იანი მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი და უმრავლესობა ეს გახლავთ კერძო ინვესტიციები, ეს უნდა შევინარჩუნოთ და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს დავეწიოთ, და ინვესტიციების მაღალი დონის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნა ლეშეკ ბალცეროვიჩმა, რომლის განცხადებასაც სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა