მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის - თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის, თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და სასამართლოში საქმის წარმოება შეწყდება. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კალანდიების ადვოკატმა ამირან ცინაძემ განუცხადა.

როგორც ცინაძე განმარტავს, კალანდიების მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია. თენგიზ და ლუკა კალანდიებს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენებას ვეღარ მოედავებიან.

"მოგეხსენებათ, მიხეილ კალანდიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის მიერ გამოტანილ იქნა უპრეცენდენტოდ დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ემყარება აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, არაპირდაპირ და კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის ლუკა კალანდიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მიხედვითაც, მათ ბრალი წაეყენათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის დაფარვას, ამ მუხლის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული დაფარა. შესაბამისად, მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, იძლევა საფუძველს რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმის წარმოება სასამართლოში თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ", - აცხადებს ცინაძე.

შეგახსენებთ, თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს, ლუკა კალანდიას კი მხოლოდ ბრალი წაუყენეს. ორივე მათგანს დანაშაულის დაფარვას ედავებიან. თენგიზ კალანდია სასამართლომ რამდენიმე თვის შემდეგ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს ლუკა კალანდიასაც.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა