ქუთაისში სოფია გოდუაძე-მიტევას და ვალენტინ მიტევის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში სოფია გოდუაძე-მიტევას და ვალენტინ მიტევის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა "სიყვარულის შთაგონებით“ გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო და ბულგარეთის ნაციონალურ დღესასწაულს 3 მარტს მიეძღვნა.

„კოლექციის შემოქმედებითი მოტივაციის და შთაგონების წყარო ქართულ-ბულგარული ურთიერთობები გახდა, ინსპირაცია კი - როგორ ვუყუროთ სამყაროს სიყვარულის თვალებით, ამიტომ გამოფენის სლოგანი "ქართველი სოფია სოფიაში“ იყო.

წარმოდგენილი ნამუშევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა