საკრებულოში საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში, პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, პროექტი ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ხორციელდება და საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისის- „ქალთა ოთახების“ არსებული მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს დეპუტატები, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მერსი ქორპსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული სერვისის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც საკანონმდებლო ისე ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა.

„თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია ამ ღონისძიების მასპინძლობა, გენდერული საკითხები ხომ თანასწორობის საკითხებია და არა პრივილეგიებისა. პროექტი რომლის განსახილველად დღეს ვართ შეკრებილები მნიშვნელოვანია, რადგან მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ღია სივრცეა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო - საინფორმაციო საქმიანობისა და შეხვედრების ჩასატარებლად ქალთა და გოგონათა მხარდასაჭერად.

საკრებულო და წარმომადგენლობითი ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭო ამ და მსგავსი პროექტების განხორციელებაში ჩართული ყველა მხარის მხარდასაჭერად ყოველთვის მზად არის“,- განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიკა დარჩიამ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა, რომელმაც გენდერული საკითხების მნიშვნელობაზე და ამ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახები”, როგორც მუნიციპალური მომსახურებისა და დახმარების რესურს-ცენტრი, რამდენიმე რეგიონში სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების დასახმარებლად გაიხსნა.

გაფართოებული სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა