მამუკა მდინარაძე - როცა ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს ქვეყანას აყენებს ზიანს თუ "ქართულ ოცნებას", ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგში ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება , ისე როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მაშინ, "როცა ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც არ არჩევს, ვერ არჩევს ქვეყანას აყენებს ზიანს, თუ "ქართულ ოცნებას". მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებით ქვეყანა არც საერთაშორისო ვალდებულებებს დაარღვევს და არც ოკუპაციის შესახებ კანონს.

"ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბალანსს დავიცავდით, რომ ერთი მხრივ, არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციების რისკი, კანონი შესრულებული ყოფილიყო და მეორე მხრივ, ნაკისრ ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. დამკვიდრებული პრაქტიკაც არის ასეთი და ჩვენ მივმართეთ, შევთანხმდით, სტრასბურგში ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ისე როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც და შესაბამისად, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ უნდა აიღოს თავის თავზე ვალდებულება. როცა ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც არ არჩევს, ვერ არჩევს ქვეყანას აყენებს ზიანს თუ "ქართულ ოცნებას" ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დროს ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი.

კონკრეტულ საფრთხეებს არ დავაკონკრეტებ. რა მოაფიქრდებოდათ უპასუხისმგებლო ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს - ჩვენ ამას წინასწარ ვერ ვიტყვით ნამდვილად. ჩვენ ვნახეთ ასეთი პროვოკაცია , როცა ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატმა გადაწყვიტა მოთავსებულიყო სავარძელში, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამ ფონზე, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ ბალანსი დაგვეცვა , ოკუპაციის კანონი არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებების შესრულებაზე უარი არ გვეთქვა, ეს ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება",- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა